"არ არის საუბარი იმაზე, რამდენად კანონიერია ვანო მერაბიშვილის პატიმრობა" "არ არის საუბარი იმაზე, რამდენად კანონიერია ვანო მერაბიშვილის პატიმრობა" /> "/> " />


  17:22:42     28-11-2017

"არ არის საუბარი იმაზე, რამდენად კანონიერია ვანო მერაბიშვილის პატიმრობა"

a73909.jpg

„აქ არ არის საუბარი იმაზე, რამდენად კანონიერია ვანო მერაბიშვილის პატიმრობა“, - ამის შესახებ  ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

​საქმე ეხება  სტრასბურგის სასამართლოს მიერ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გამოქვეყნებულ განცხადების, რომლის თანახმად, ევროსასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ ძალაში დატოვა 2016 წლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფომ მერაბიშვილთან მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი დაარღვია.

დავით მათიკაშვილის  განცხადებით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ ერთ კონკრეტულ ეპიზოდს ეხება და არა მთლიანად საქმეს.
"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება კონკრეტულ ეპიზოდს, რომ სტრასბურგის სასამართლო თვლის, რომ ამ ეპიზოდთან მიმართებაში გამოძიება არ იქნა სრულფასოვნად ჩატარებული და ეს ეპიზოდი ეხება უკვე ვანო მერაბიშვილის დაპატიმრების შემდგომ არსებულ სიტუაციას. მის წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებულ საკითხზე და ზოგადად, მის დანაშაულთან მიმართებაში სტრასბურგის სასამართლოს არც უმსჯელია და ვერც იმსჯელებდა,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა. 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლეთა კოლეგიამ ძალაში დატოვა მე-18 მუხლის დარღვევა. 

დიდი პალატის მიერ მიღებული დასკვნა სასამართლოს ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა. 0

ავტორი: