16:34:24     28-11-2017
"სახელმწიფო ვანო მერაბიშვილს 4 ათას ევროს გადაუხდის"

"17-მა მოსამართლემ ერთხმად დაადასტურა, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავება, წინასწარი პატიმრობის შეფარდება და წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი,"- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ გამოაცხადა საბოლოო გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე და 17-მა მოსამართლემ ერთხმად დაადასტურა, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავება, წინასწარი პატიმრობის შეფარდება და წინასწარი პატიმრობა, რომელიც გაგრძელდა 2013 წლის მაისიდან 2014 წლის თებერვლამდე იყო კანონიერი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს 4 ათასი ევროს გადახდა დააკისრა, რომელიც მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდს ეხება.
მინისტრის განმარტებითვე, სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარი არ არის.
0