16:16:46     28-11-2017
"შესაძლოა, ჩატაევის მიზანი აბრეშუმის გზის ფორუმი იყო"
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ისნის სპეცოპერაციაზე განცხადებას აკეთებს და რამდენიმე ვერსიას ასახელებს, თუ რა განზრახვით უნდა შემოსულიყვნენ ტერორისტები საქართველოს ტერიტორიაზე.
"პირველი ის, რომ შემოიტყუეს, იმიტომ რომ ჩატაევს თავისი ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე უჭირდა გადაადგილება, შესამჩნევი ფიგურა იყო ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე და ძალიან სერიოზულად ეძებდა რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის აშშ-ის სპეცსამსახურები. მეორე ვერსია არის, რომ საქართველოს სპეცსამსახურებში არსებობს ადამიანი, რომელმაც მას გარანტიები მისცა, რომ აქ რაღაც დროის განმავლობაში დამალვას შეძლებდა. და მესამე - მას იმდენად სერიოზული მისია ჰქონდა, იმდენად სერიოზული ამოცანა ჰქონდა შესასრულებელი, არ ენდო სხვებს და თვითონ გადაწყვიტა ამ ამოცანის შესრულება. ერთადერთი ამოცანა, რისთვისაც თავის გაწირვა ღირდა, ეს არის აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც გუშინ დაიწყო თბილისში და რომლის წინააღმდეგაც მას შეეძლო მოეწყო ტერორისტული აქტი",- განაცხადა მამუკა არეშიძემ.
0
ავტორი: