14:26:46     28-11-2017
„მმართველ გუნდში არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა ნარკოპოლიტიკასთან მიმართებით“

მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა და მიმდინარეობს კონსულტაციები. გავრცელებული ცნობით, სწორედ ამას უკავშირდება დღეს დანიშნული კომიტეტის სხდომის გაუქმება.
„ჩემთვის ცნობილია, რომ კომიტეტის სხდომა გადაიდო იმიტომ, რომ შესაჯერებელია, გარკვეული საკითხები. მმართველ გუნდში არის დიდი სხვაობა ნარკოპოლიტიკასთან მიმართებით. ჩვენ ვჯერდებით ერთ საერთო პიზიციაზე, რომ ლიბერალიზაცია უნდა მოხდეს მომხმარებლების მიმართულებით. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით პოზიციები დავაახლოოთ და მივიღოთ ოპტიმალური გადაწყვეტილება, რომ მომავალ თაობებს რაიმე დარტყმა არ მივაყენოთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დღეს პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტი უნდა განეხილათ, თუმცა განხილვა გადაიდო. როგორც Facebook-ზე მოძრაობა „თეთრი ხმაურის" წევრი ბექა წიქარიშვილი წერს, განხილვის გადადების მიზეზი უმრავლესობის ინიციატორებმაც კი არ იცოდნენ.
0