როგორ გამოიყურება თეთრი სახლი საშობაო მორთულობის შემდეგ?
თეთრმა სახლმა აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენციაში მიმდინარე საშობაო მზადების შესახებ ვიდეო გამოაქვეყნა. [I=1] დონალდ და მელანია ტრამპები თეთრ სახლში ახალ წელს პირველად ხვდებიან. 21 ნოემბერს თეთრ სახლში 6 მეტრიანი საახალწლო ნაძვის ხე მიიტანეს, რომელსაც პირველი ლედი მელანია ტრამპი შვილთან ბერონთან ერთად დახვდა. პირველ ლედის შენობის მორთვაში უამრავი ადამიანი ეხმარებოდა, დიზაინერები, მოხალისეები, საპრეზიდენტო რეზიდენციაში მომუშავე პერსონალი. თეთრ სახლში 132 ოთახია, სადღესასწაულოდ რამდენიმე ათეული მოირთო. დეკემბერში პრეზიდენტის რეზიდენციაში 100-ზე მეტი მიღება გაიმართება. 25 000 ადამიანი კი საჯარო ტურებში მონაწილეობის მიღებას შეძლებს.
0