ნინო ლომჯარიას კანდიდატურის განხილვას ოპოზიცია არ ესწრება ნინო ლომჯარიას კანდიდატურის განხილვას ოპოზიცია არ ესწრება />


  13:01:43     28-11-2017

ნინო ლომჯარიას კანდიდატურის განხილვას ოპოზიცია არ ესწრება

a73881.jpg

საპარლამენტო ოპოზიციამ უარი თქვა  პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობაზე, სადაც  სახალხო დამცველის კანდიდატის, ნინო ლომჯარიას მოსმენა მიმდინარეობს. 

ოპოზიცია არ ეთანხმება პროცესს, რომელიც მმართველმა გუნდმა სახალხო დამცველის კანდიდატის არჩევის პერიოდში განახორციელა.

„ჩვენ ძალიან ბევრი პრეტენზია გვაქვს პროცესთან, იმიტომ, რომ არანაირ ფორმატში არ მომხდარა კონსულტაციები შესძლო კანდიდატთან დაკავშირებით უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, რაც არის მნიშვნელოვანი ხარვეზი. მომავალში რეგლამენტით უნდა გაიწეროს ბევრად უფრო ადრეულ ეტაპზე ოპოზიციის თანამონაწილეობა ამ პროცესში,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წვერმა, სალომე სამადაშვილმა.
„ევროპულ საქართველოში“ ჯერ კიდევ კანდიდატურის განხილვის დაწყებამდე ითქვა, რომ აღნიშნული ფრაქციის დეპუტატები  სახალხო დამცველის კანდიდატურის განხილვებსა და კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

„საპარლამენტო უმცირესობასთან კონსულტაციები არ ყოფილა. ჩვენ ვერ მოვუსმინეთ ოთხივე კანდიდატს, რომ მათი ხედვა შეგვედარებინა, შესაბამისად, უმცირესობა ვერ ხედავს აზრს, მონაწილეობა მიიღოს სახალხო დამცველის არა არჩევის, არამედ დამტკიცების ფორმალურ პროცესში,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ.

ოპოზიციის ბრალდებებს „ქართულ ოცნებაში“ არ იზიარებენ.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სახალხო დამცველის კანდიდატის არჩევის პროცესი გამჭვირვალე იყო.

"ძნელად წარმომიდგენია კიდევ უფრო გამჭვირვალე პროცესი იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ფაქტობრივად, მხარი დავუჭირეთ იმ კანდიდატურას, რომელიც წარმოდგენილი იყო არასამთვრობო სექტორის მხრიდან. ოპოზიციის ეს ბრალდებები, როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე, საფუძველს მოკლებულია,“ - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ. 0

ავტორი: