ავსტრალიაში ის პირი დააკავეს, რომელიც ახალი წლის ღამეს ტერაქტს გეგმავდა ავსტრალიაში ის პირი დააკავეს, რომელიც ახალი წლის ღამეს ტერაქტს გეგმავდა />


  12:49:35     28-11-2017

ავსტრალიაში ის პირი დააკავეს, რომელიც ახალი წლის ღამეს ტერაქტს გეგმავდა

a73879.jpg

ავსტრალიის შტატ ვიქტორიაში პოლიციამ ის პირი დააკავა, რომელიც ახალი წლის ღამეს ქვეყანაში ტერაქტის განხორციელებას გეგმავდა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული 20 წლის ავსტრალიის მოქალაქეა, ის 31 დეკემბერს ქალაქის ცენტრში მისვლას და იქ შეკრებილი ადამიანებისთვის ცეცხლის გახსნას გეგმავდა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული მარტო მოქმედებდა და მას თანამზრახველები არ ჰყავს.

0

ავტორი: