კუნძულ ბალიზე ვულკანის ამოფრქვევის გამო ევაკუაციის ზონა გაიზარდა კუნძულ ბალიზე ვულკანის ამოფრქვევის გამო ევაკუაციის ზონა გაიზარდა />


  11:09:43     28-11-2017

კუნძულ ბალიზე ვულკანის ამოფრქვევის გამო ევაკუაციის ზონა გაიზარდა

a73870.jpg

კუნძულ ბალიზე ვულკანის ამოფრქვევის გამო ევაკუაციის ზონა გაიზარდა. ბალის საერთაშორისო აეროპორტი ისევ დახურულა.

ინდონეზიელი მაღალჩინოსნების თქმით, გააქტიურებული ვულკანი ატმოსფეროში ფერფლს აფრქვევს, რაც თვითმფრინავების გადაადგილებას შეუძლებელს ხდის.

„ფერფლმა შესაძლოა, დააზიანოს ან გათიშოს თვითმფრინავის ძრავა და გაართულოს თვითმფრინავის მართვა“-ამბობენ სპეციალისტები.ინდონეზიის კუნძულ ბალიზე ვულკან აგუნგის ამოფრქვევა 21 ნოემბერს დაიწყო.

ქვეყნის ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა პანიკაში არ ჩავარდეს და ვულკანთან 6-7,5 კილომეტრზე ახლოს არ მივიდნენ.ადგილობროვები საცხოვრებელ სახლებს ვერ ტოვებენ, მიუხედავად იმისა, რომ იქ გაჩერება მათთვის საზიანოა. 0

ავტორი: