The Jerusalem Pos - 22 ათასამდე ქართველი და უკრაინელი ისრაელში ინტერნეტ-თაღლითობით მოხვდა The Jerusalem Pos - 22 ათასამდე ქართველი და უკრაინელი ისრაელში ინტერნეტ-თაღლითობით მოხვდა />


  10:31:13     28-11-2017

The Jerusalem Pos - 22 ათასამდე ქართველი და უკრაინელი ისრაელში ინტერნეტ-თაღლითობით მოხვდა

a73866.jpg

The Jerusalem Post-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, ისრაელში 22 ათასამდე ქართველი და უკრაინელი ინტერნეტ-თაღლითობის შედეგად მოხვდა.
გამოცემა ისრაელში ტრეფიკინგისა და თაღლითობის გზით მოხვედრილ ადამიანთა სტატისტიკას ავრცელებს.
ანგარიში მომზადებულია აფრიკელთა ადვოკატირების კუთხით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, რომელიც აფრიკის კონტიტენტის მცხოვრებლებს ისრაელში ბინადრობის უფლების მოპოვებაში ეხმარება.
მათი წარმომადგენელი სიგალ როზენი ამბობს, რომ არსებობენ კომპანიები, რომლებიც ქართველებსა და უკრაინელებს დიდი საფასურის სანაცვლოდ, ისრაელის საზღვარზე გადასვლასა და ქვეყანაში უსაფრთხო გადაადგილებაში ეხმარებიან.
„ქართველები და უკრაინელები ინტერნეტში თავიანთ ენაზე ნახულობენ კომპანიების მიერ განთავსებულ ინფორმაციას, რომელიც, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, მათ ისრაელში სამუშაოს ჰპირდება", - ამბობს სიგალ როზენი.
გამოცემა წერს, რომ 2016 წლის მარტში ისრაელში შესვლაზე უარი უთხრეს უკრაინის 5700-მდე და საქართველოს 3500-მდე მოქალაქეს - ისინი იძულებულები იყვნენ თავიანთ ქვეყნებში დაბრუნებულიყვნენ. ამასთან, კომპანიებმა, რომლებიც მათ ვიზების მიღებაში დაეხმარა, თანხა უკან არ დაუბრუნებია.
აღსანიშნავია, რომ მაისში გავრცელებული ინფორმაციით, 2016 წლის მონაცემებით, ისრაელში საქართველოდან 18437 ადამიანი შევიდა, უკან კი 14327 დაბრუნდა. საზღვარის გადაკვეთაზე უარი ეთქვა 3974 ადამიანს, 304-ს კი დეპორტი შეეხო.
0

ავტორი: