10:08:36     28-11-2017
სპეცოპერაციისას დაკავებული პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული პირის სასამართლო პროცესი გაიმართება. ადვოკატი საქალაქოს სასამართლოს წინასწარი პატიმრობის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. პროცესს გიორგი მიროტაძე გაუძღვება.
ბერი გაბრიელ სალოსის გამზრიზე, სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირის წინააღმდეგ გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს, რაც 10-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 22 ნოემბერს ჩატარდა.
0