თბილისში, სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირის ვინაობა ცნობილი გახდა თბილისში, სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირის ვინაობა ცნობილი გახდა />


  15:53:38     27-11-2017

თბილისში, სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირის ვინაობა ცნობილი გახდა

a73840.jpg

თბილისში, სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირის ვინაობა გახდა ცნობილი.

გავრცელებული ცნობით, ეს პირი საედი დუდაევია და არა ჩეჩენი მებრძოლი სუხო დუდაევი, რომელიც 2010 წელს ლაფანყურის სპეცოპერაციაშიც მონაწილეობდა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს დაკავებული სუხო დუდაევი იყო.

სააპელაციო სასამართლოში სპეცოპერაციისას დაკავებულის საქმეს მოსამართლე გიორგი მიროტაძე განიხილავს. მოსამართლე მიროტაძეს საქმის განსახილველად 72 საათიანი ვადა აქვს. ზუსტი დრო, როდის შედგება სააპელაციო სასამართლოში პროცესი უცნობია.

შეგახსენებთ, რომ დაკავებულის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში ასაჩივრებს. საქალაქოს გადაწყვეტილებით, სპეცოპერაციისას დაკავებული პატიმრობაში რჩება.

24 ნოემბერს, თბილისში სპეცოპერაციის დროს დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

0

ავტორი: