სერგო რატიანი ნინო ლომჯარიაზე: ასეთ კანდიდატურას ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება სერგო რატიანი ნინო ლომჯარიაზე: ასეთ კანდიდატურას ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება />


  14:55:21     27-11-2017

სერგო რატიანი ნინო ლომჯარიაზე: ასეთ კანდიდატურას ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება

a73838.jpg

საპარლამენტო უმცირესობა სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურის მხარდაჭერას არ აპირებს. 

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა ჟურნალსიტებს განუცხადა, ნინო ლომჯარია ბოლო პერიოდში სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობდა და ის ხელისუფლებისადმი კრიტიკით არ გამოირჩეოდა.

„სახალხო დამცველის კანდიდატურა, რომელიც ხელისუფლებამ შეარჩია, სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობდა და ჩვენ მისგან ამ დროის განმავლობაში კრიტიკა არ გვესმოდა. ასეთ კანდიდატურას ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება. პრობლემა მდგომარეობს მის ბოლოდროინდელ საქმიანობაში და ასევე იმაში, თუ როგორ შეირჩა სახალხო დამცველის კანდიდატურა“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტს სახალხო დამცველის პოსტზე 4 კანდიდატი შესთავაზა, თუმცა მმართველმა გუნდმა ნინო ლომჯარია ისე გამოარჩია, რომ შეთავაზებულ კანდიდატებთან მოსმენა არ გაუმართავს. 0

ავტორი: