სირია მასშტაბური ომის ზღვარზე სირია მასშტაბური ომის ზღვარზე />


  11:29:55     21-05-2011

სირია მასშტაბური ომის ზღვარზე

a6150.jpg

სირიის ქალაქებში მრავალათასიანი დემონსტრაცია სამხედრო ძალების გამოყენებით დაარბიეს. ადამიანის უფლებათა დამცველები 27 ადამიანის დაღუპვაზე საუბრობენ, რომელთა შორის 10 წლის ბავშვიც არის.

დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ეს ხელისუფლების სასტიკი პასუხი იყო ოპოზიციურ გამოსვლებზე და ამის შემდეგ, პრეზიდენტ ბაშარ ასადის მომხარეების და მოწინააღმდეგეების შეტაკებები კიდევ უფრო გამძაფრდება.

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, 19 მაისის გამოსვლაში, ახლო აღმოსავლეთის პრობლემების მიმოხილვისას, ბაშარ ასადს მოუწოდა ან დემოკრატიის გზას დაადგეს, ან თანამდებობიდან წავიდეს.  

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების მონაცემებით, სირიაში არეულობის დაწყებიდან დღემდე, 90-ზე მეტი ადამიანი იქნა მოკლული.
0

ავტორი: