13:13:53     27-11-2017
ინდონეზიის კუნძულ ბალიზე ვულკანმა გაიღვიძა
ინდონეზიაში, აგუნგის მთაზე ბიძგები აგვისტოში შენიშნეს, რაც მძინარე ვულკანის გააქტიურების ერთ-ერთი ნიშანია.
მომატებული სეისმური დონის გამო, ინდონეზიის ხელისუფლებამ კუნძულ ბალიზე ევაკუაცია გამოცხადა. 50 000 ევაკუირებულ ადამიანს შორის არიან როგორც ადგილობრივები, ისე ტურისტები.
[I=1]
ევაკუაციის პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა, რადგან ზოგიერთი ადგილობრივი უარს აცხადებს საკუთარი საცხოვრებლის დატოვებაზე.
ინდონეზიის მთავრობამ მოსახლეობის დათანხმება მათი პირუტყვის ევაკუაციით სცადა და საშიში ზონიდან უკვე გამოიყვანა 2 000 ძროხა.
[I=2]
ინდონეზიელი სეისმოლოგები ვერ ასახელებენ ვულკანის ამოფრქვევის ზუსტ თარიღს, თუმცა სეისმურ აქტივობებზე დაკვირვებით ვარაუდობენ, რომ ამოფრქვევა გარდაუვალია.
მთა აგუნგის ვულკანი ბოლოს 1963 წელს ამოიფრქვა და 1 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
0