"მამიდაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს განზრახ მკვლელობის გარდა, გაუპატიურების მცდელობაშიც ედება ბრალი" "მამიდაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს განზრახ მკვლელობის გარდა, გაუპატიურების მცდელობაშიც ედება ბრალი" /> "/> " />


  12:37:07     27-11-2017

"მამიდაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს განზრახ მკვლელობის გარდა, გაუპატიურების მცდელობაშიც ედება ბრალი"

a73824.jpg

 თბილისის საქალაქო სასამართლოში მამიდაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ რობერტ ახალაიას სისხლის სამართლის საქმეზე არსებითი განხილვა იწყება. პროკურორის განცხადებით, მამიდაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს განზრახ მკვლელობის გარდა, გაუპატიურების მცდელობაშიც ედება ბრალი.

სასამართლოს წინაშე ბრალდებისა და დაცვის მხარეები შესავალი სიტყვით წარდგებიან. 

“მას ბრალი ედება გაუპატიურების მცდელობაში და დამამძიმებელ გარემოებაში განზრაზ მკვლელობაში განსაკუთრებული სისასტიკით და სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით. ბრალდების და დაცვის მხარე, შესაბამისად სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით წარვდგებით”, - აცხადებს პროკურორი გრიგოლ ბიბილაშვილი.

უზნაძის ქუჩაზე მკვლელობა 16 ივლისს მოხდა. 19 წლის ანა ხელაძის ცხედარი საცხოვრებელ სახლში იპოვეს. მას დანით მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული რობერტ ახალაია მომხდარიდან მეორე დღეს ფოთში დააკავა. მოკლული რობერტ ახალაიას მამიდაშვილი იყო. 19 წლის ანა ხელაძის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. 

0

ავტორი: