12:26:52     27-11-2017
„ხელისუფლების პოლიტიკა ომბუდსმენის აპარატთან თანამშრომლობის კუთხით შეიცვალა“

უჩა ნანუაშვილი ომბუდსმენად მუშაობის პერიოდს აფასებს. სახალხო დამცველის თქმით, ხელისუფლება თავდაპირველად მათთან თანამშრომლობდა და რეკომენდაციებსაც იზიარებდა.
„ჩვენი კრიტიკული მოსაზრებები მოისმინა საზოგადოებამ და ასეთი არა ერთი საქმე იყო, დაწყებული ტრაქტორების, კაბელების საქმიდან, დამთავრებული "რუსთავი 2"-ის, მუხთარლის, ციანიდის, ჩაბუქის, ე.წ. მოსმენების. ეს არ ყოფილა ერთგვაროვანი. მე ვფიქრობ, რომ დასაწყისში იყო უფრო თანამშრომლობითი და ხელისუფლება მოდიოდა, მათ შორის, გარკვეულწილად, ჩვენი რეკომენდაციების შესრულების კუთხითაც იყო წინ გადადგმული ნაბიჯი,“ - აღნიშნავს უჩა ნანუაშვილი.
ომბუდსმენის თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხელისუფლების პოლიტიკა სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობის კუთხით შეიცვალა, რის მიზეზადაც, სახალხო დამცველი მისი გუნდის მიერ ხელისუფლებაში გამოვლენილ სისტემურ ხარვეზებს ასახელებს.
„ბოლო თვეების, განსაკუთრებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მე ვხედავ, რომ ეს დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა. მაინც ვფიქრობ, რომ ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ჩვენ ყოველთვის ვაფიქსირებდით ყველა დარღვევას სისტემატურად და ეს დარღვევები ეხებოდა იმ სფეროებს, სადაც სისტემური დარღვევები იყო დაფიქსირებული, ეს ეხება შსს-ს, პროკურატურას, სასამართლოს და სხვა ასეთ ორგანოებს, სადაც ყველაზე მეტად გამოვლინდა სერიოზული დარღვევები და რაც გადიოდა დრო ჩვენს საქმიანობაში, უფრო და უფრო მეტი იყო ასეთი დარღვევები“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
0