11:41:59     27-11-2017
მასშტაბური საპროტესტო აქცია რუმინეთში
რუმინეთში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.
ათობით ათასმა ადამიანმა ხელისუფლების მიერ სასამართლო სისტემაში დაგეგმილი ცვლილებები გააპროტესტა.
მიტინგის მონაწილეების განმარტებით, მმართველი პარტიის მიერ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, სასამართლო სისტემას პოლიტიკურ კონტროლს დაუქვემდებარებს.
მსვლელობა ბუქარესტში პარლემენტის შენობის წინ მასშტაბური მიტინგით დასრულდა.
0