10:46:56     27-11-2017
“თუ აღმოჩნდება, რომ გარდაცვლილი მართლაც ახმედ ჩატაევია, ეს ძალიან ბევრ ეჭვს აღძრავს"

“თუ აღმოჩნდება, გარდაცვლილი მართლაც ახმედ ჩატაევია ეს ნამდვილად თითოეულ მოქალაქეს აფიქრებინებს, რომ ისინი დაუცველები არიან’’ , - ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ჩატაევის ქვეყანაში შემოსვლა ნიშნავს, რომ მოშლილია ყველა სტრუქტურა.
“თუ აღმოჩნდება, რომ ეს გარდაცვლილი მართლაც ახმედ ჩატაევია და მან მოახერხა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა, ეს ნამდვილად თითოეულ მოქალაქეს აფიქრებინებს, რომ ისინი დაუცველები არიან და ძალიან ბევრ ეჭვებს აღძრავს ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების უნარიანობასა და კომპეტენციასთან დაკავშირებით,“ - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.
0