10:37:22     27-11-2017
ამერიკელი სენატორი, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ, სამუშაოს უბრუნდება
ამერიკელი სენატორი ელ ფრანკენი, რომელიც 10 დღის წინ რადიოწამყვანმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, 28 ნოემბერს სამსახურში დაბრუნებას გეგმავს. სენატორი ამბობს, რომ წუხს და რცხვენია თავისი საქციელის.
"ერთი სული მაქვს, როდის დავბრუნდები სამსახურში. მრცხვენია ჩემი საქციელის და იმედი მაქვს, რომ თანდათან ყველას ნდობას ისევ მოვიპოვებ", - განაცხადა სენატორმა ფრანკენმა.
17 ნეომბერს ჟურნალისტმა და მოდელმა ლინ ტვიდენმა თქვა, რომ 2006 წელს, ფრანკენმა, რომელიც მაშინ კომიკოსი იყო, მას ძალით აკოცა, ორი კვირის შემდეგ კი მკერდზე შეეხო. ეს მაშინ მოხდა, როდესაც რადიოწამყვანი ელ ფრანკენთან და მუსიკოსებთან ერთად უცხოეთში ამერიკულ სამხედრო ბაზებს სტუმრობდნენ, მათ შორის ავღანეთში.
ელ ფრანკენი აშშ-ის სენატში დემოკრატიული პარტიიდან შევიდა. მან წამყვანს ბოდიში მოუხადა.
0