15:52:14     24-11-2017
"უნდა მივცეთ ძალოვნებს შესაძლებლობა, რომ ასეთი მძიმე შემთხვევები გამოიძიონ"

"შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გააკეთონ განცხადებები".
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილმა თბილისში, ჩატარებულ ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგებისა და ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით განაცხადა.
“ეს ის შემთხვევაა, როდესაც პოლიტიკოსებს არც უნდა სთხოვოთ შეფასება და შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გააკეთონ განცხადებები. ვერანაირ კომენტარს ამ საქმესთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ, გარდა იმისა, რომ მწუხარებას გამოვთქვამ გმირი პოლიციელის გარდაცვალების გამო. უნდა მივცეთ ძალოვნებს შესაძლებლობა, რომ ასეთი მძიმე შემთხვევები გამოიძიონ და შესაბამისი ღონისძიებები გაატარონ, მე მგონი არ ვაცლით მუშაობას ძალოვანებს ამ შემთხვევაში,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
0