14:05:52     23-11-2017
BBC-ი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციაზე სტატიას აქვეყნებს
BBC-ი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციაზე სტატიას აქვეყნებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ქვეყნის ანტიტერორისტულმა ძალებმა მრავალბინიან სახლს, სადაც ეჭვმიტანილი მებრძოლები იმყოფებოდნენ ალყა შემოარტყეს.
"ტერორისტული ჯგუფის" წევრებმა პოლიციასთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს.
მედიის ცნობით, ერთ-ერთი ვერსიით, შენობაში მყოფები უცხოეთის მოქალაქეები არიან. მეორე ვერსიით კი, ისინი პანკისის ხეობიდან არიან, სადაც ეთნიკურად ჩეჩნები ცხოვრობენ, რომელთა წარმომადგენლები სირიაში ჯიჰადისტებს შეუერთდნენ.
[I=1]
„საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ჯიჰადისტებთან დაკავშირებული არანაირი ინციდენტი არ მომხდარა. თუმცა გავრცელებული ცნობით, დაახლოებით 50 ქართველი სირიასა და ერაყში დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში იბრძვის“- წერს BBC-ი.
როგორც ბრიტანული მედია წერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია 1 ადამიანი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია.
სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკება რამდენჯერმე მოხდა. ერთ-ერთი ასეთი სროლის დროს კი სპეცრაზმელი დაიჭრა, რომელიც საავადმყოფოში რამდენიმე ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაცია გვიან ღამით დაიწყო.
0