ხელოვნურ განათებებს ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის გაუთვალისწინებელ  შედეგებამდე მივყავართ ხელოვნურ განათებებს ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის გაუთვალისწინებელ შედეგებამდე მივყავართ />


  11:25:22     23-11-2017

ხელოვნურ განათებებს ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის გაუთვალისწინებელ შედეგებამდე მივყავართ

a73715.jpg

BBC: ხელოვნურ განათებებს ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის გაუთვალისწინებელ შედეგებამდე მივყავართ. ეს შედეგი აჩვენა კვლევამ, რომელიც მეცნიერებმა ნასას სატელიტურ რადიომეტრზე დაყრდნობით ჩაატარეს.

2016 წელს ამერიკულმა მედიცინის ასოციაციამ ოფიციალურად აღიარა "ცუდად შექმნილი, მაღალი ინტენსივობის განათების საზიანო ეფექტი".

აღსანიშნავია, რომ 2012 და 2016 წლებში პლანეტის ხელოვნურად განათება 2% -ით გაიზარდა.

წამყვანი მკვლევარი კრისტოფერ კიბა ამბობს, რომ ხელოვნური სინათლის შემოღება ყველაზე მეტად განაპირობებს ადამიანების დრამატულ ფიზიკურ ცვლილებებს.

მეცნიერებმა, რომლებიც კვლევას ატარებდნენ, აღნიშნეს, რომ ისეთ დიდი ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და ა.შ, მოსალოდნელზე ბევრად რთული ვითარებაა ამ კუთხით.

ხელოვნური განათებები გამოყოფს ისეთ სხივებს, რომელიც ჯანმრთელობისთვის საკმაოდ საზიანოა. მკვლევარების განცხადებით, გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა სწორედ ხელოვნური განათებები გახლავთ. 0

ავტორი: