"ჯერ ვერ გეტყვით, ეჭვმიტანილები რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან" "ჯერ ვერ გეტყვით, ეჭვმიტანილები რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან" /> "/> " />


  10:47:52     23-11-2017

"ჯერ ვერ გეტყვით, ეჭვმიტანილები რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან"

a73710.jpg

"ჯერ ვერ გეტყვით, ეჭვმიტანილები რომელი ქვეყნის მოქალაქეები ან რომელი დაჯგუფების წევრები არიან," - ეს განცხადება ვახტანგ გომელაურმა გააკეთა.

”დაველოდოთ გამოძიებას. ჯერ ვერ გეტყვით, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან, ან რომელი დაჯგუფების წევრები. თითქმის 18 საათიან ბრძოლას აწარმოებდნენ ძალოვან სტრუქტურებთან”, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ განხორციელდა სპეცოპერაცია მაინცდამაინც გუშინ, საცხოვრებელ კორპუსში, სუს-ის ხელმძღვანელმა უპასუხა:

”ეს ძალიან სპეციფიური თემაა, ოპერატიული მუშაობა მიმდინარეობდა და კორპუსში მოხდებოდა, ავტომანქანაში, კინოთეატრში თუ სხვაგან, ჩვენ ამას არ ვმართავთ, სამწუხაროდ. არ შეგვიძლია. დანაშაულებრივ ქმედებაზე მე ვერ ვისაუბრებ, ამაზე გამოძიებამ უნდა ისაუბროს. ის ადამიანი ცნობილია, ვისგანაც ჰქონდა ბინა ნაქირავები. რაც შეეხება საქმის კვალიფიკაციას, ამას პროკურატურა იტყვის”, - აღნიშნა გომელაურმა.

0

ავტორი: