პრემიერ-მინისტრი: ქალაქში გადაადგილება უსაფრთხოა და შიშის საფუძველი არ არსებობს პრემიერ-მინისტრი: ქალაქში გადაადგილება უსაფრთხოა და შიშის საფუძველი არ არსებობს />


  09:41:16     23-11-2017

პრემიერ-მინისტრი: ქალაქში გადაადგილება უსაფრთხოა და შიშის საფუძველი არ არსებობს

a73705.jpg

ქალაქში გადაადგილება უსაფრთხოა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რაიმე შიშის საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რეფერალურ საავადმყოფოში განაცხადა, სადაც დაჭრილი სამართალდამცველები მოინახულა. 

„როგორც იცით, დასრულდა სპეცოპერაცია. სამწუხაროდ, გვაქვს მსხვერპლი - სპეცრაზმის ერთი თანამშორმელი დაიღუპა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივუსამძიმრო ოჯახს. ეს ადამიანი ნამდვილად გმირია. დანარჩენი ბიჭები კი მკურნალობენ, - მოგეხსენებათ, სამი დაჭრილია. მინდა მათ ვუსურვო გამოჯანმრთელება."-განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ქალაქში გადაადგილება არის უსაფრთხო და არანაირი საფუძველი იმის, რომ რამე შიში არსებობდეს უსაფრთოებასთან დაკავშირებით, არ არსებობს.

„ჩვენმა გმირმა ბიჭებმა გაანეიტრალეს ის საფრთხე, რომელიც შეიძლებოდა ძალიან ცუდი შედეგით დასრულებულიყო“, - აღნიშნა პრემიერმა.

0

ავტორი: