სპეცოპერაციის დროს დაჭრილ სპეცრაზმელთა მდგომარეობა სტაბილურია სპეცოპერაციის დროს დაჭრილ სპეცრაზმელთა მდგომარეობა სტაბილურია />


  09:27:00     23-11-2017

სპეცოპერაციის დროს დაჭრილ სპეცრაზმელთა მდგომარეობა სტაბილურია

a73702.jpg

თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის ფარგლებში დაჭრილები, ამ დრომდე რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფებიან.

საავადმყოფოს ექიმის თქმით, გუშინ საავადმყოფოში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 3 ადამიანი განათავსეს. სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანება არცერთს არ აღენიშნება.

დაჭრილები გუშინ ღამით, პრემიერმა გიორგი ვირიაშვილმა, ა,  უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა  ვახტანგ გომელაურმა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მოინახულეს.

სპეცოპერაცია, რომელიც 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, 22 ნოემბერს საღამოს დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია 1 ადამიანი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია.

სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკებას ერთი სპეცრაზმელი ემსხვერპლა, ოთხი კი დაიჭრა.

0

ავტორი: