14:10:39     22-11-2017
იმ ბინის მფლობელი, რომელშიც ეჭვმიტანილები იმყოფებიან, დაკითხვაზეა გადაყვანილი
დუისის პოლიციის განყოფილებაში დილიდან დაკითხვაზე იმყოფება პირი, რომელმაც თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე საკუთარი საცხოვრებელი სახლი გააქირავა.
26 წლის ასლან ჯაბრაელოვი, დუისში ცხოვრობს და ახმეტაში „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურზე მუშაობს. არსებული ინფორმაციით, ასლან ჟაბრაელოვმა ბინა ცოლის ძმის თხოვნით, ისე გააქირავა, რომ დამქირავებელთა ვინაობა არ უკითხავს.
ჯაბრაილოვის ახლობლების ინფორმაციით, ასლანბეგმა ბინა ერთი თვის წინ გააქირავა მისი ცოლისძმის, 38 წლის რ. გ–შვილის დახმარებით, რომელიც ასევე პანკისის ხეობის მკვიდრია. მასთან დაკავშირებას, ოჯახის წევრები წუხელ გვიან საღამოდან ვეღარ ახერხებენ
0