11:27:14     22-11-2017
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჯავშანტექნიკა შეიყვანეს

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, ჯავშანტექნიკა შეიყვანეს.
ეს არის სპეციალური ჯავშანმანქანა "კობრა". ადგილზე ამ დროისთვის აღარ ისმის სროლის ხმა. სამართალდამცველები მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებენ.
სპეცრაზმი მიმდებარე ტერიტორიას სრულად აკონტროლებს. ალყაშია მოქცეული რამდენიმე კორპუსი.
0