13:31:58     21-11-2017
NASA- მზის სისტემაში პირველი ვარსკვლავთშორისი ობიექტი შემოიჭრა
NASA მზის სისტემაში შემოჭრილ ასტეროისთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ასტეროიდი სხვა ვარსკვლავის სისტემას ეკუთვნის. ობიექტი მოწითალოა, კლდოვანი და სიგარის ფორმა აქვს.
დაკვირვებების მიხედვით დაადგინეს, რომ უჩვეულო ობიექტი ჩვენს გალაქტიკაში ხეტიალობს და ყველა ვარსკვლავისგან გაუცხოებულს, ასობით მილიონი წელი დასჭირდა მზის სისტემამდე მოსაღწევად.
„რამდენიმე წელია ჩვენ თეორიულად ვამტკიცებდით, რომ ასეთი ობიექტები არსებობდნენ. ახლა კი მისი უშუალო მტკიცებულებაც გვაქვს“, - თქვა თომას ზურბუშენმა, NASA-ს სამეცნიერო მისიის ერთ-ერთმა ასოცირებულმა ადმინისტრატორმა.
ასტეროიდის გამოჩენისთანავე მსოფლიოს გარშემო თითქმის ყველა ტელესკოპით მასზე დაკვირვება დაიწყეს, მათ შორის იყო, ყველაზე დიდი ESO-ს ტელესკოპი ჩილეში. მიღებული მონაცემების მიხედვით Oumuamua, როგორც ამ ასტეროიდს უწოდეს, გამორჩეულად კაშკაშებს.
0