11:53:37     21-11-2017
ირანის პრეზიდეტი- ისლამური სახელმწიფო დამარცხებულია
ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ, სირიასა და ერაყში ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" დამარცხების შესახებ ადგილობრივ ტელევიზიაში განაცხადა.
მანამდე ისლამური რევოლუციის კორპუსის გენერალმა ქასემ სულეიმანმა ირანის პრეზიდენტს ტერორისტებზე გამარჯვება მიულოცა.
17 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ერაყის სამთავრობო კოალიციურმა არმიამ ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მიერ კონტროლირებული ბოლო ქალაქი რავა დაიკავა. ერაყის არმიამ კონტროლი დაამყარა სირიის სასაზღვრო ზონაში მდებარე საკონტროლო გამშვებ პუნქტებზეც.
0