ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ზაზა ჩაჩანიძე აირჩიეს. ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ზაზა ჩაჩანიძე აირჩიეს. />


  09:14:27     21-11-2017

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ზაზა ჩაჩანიძე აირჩიეს.

a73569.jpg

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე დეპუტატებმა 15 ხმით „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ზაზა ჩაჩანიძე აირჩიეს. ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა არ მიუღიათ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს. როგორც ცნობილია, უმრავლესობა შედეგებს არალეგიტიმურს უწოდებს.

საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ორი კანდიდატი იყო დასახელებული. დეპუტატებს არჩევანის გაკეთება „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ ზაზა ჩაჩანიძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ, ვახტანგ ქვათაძეს შორის უწევდათ.
ბორჯომის საკრებულოს სხდომა გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ხმაურისა ფონზე მიმდინარეობდა.

ამის მიზეზი გახდა ის, რომ დღის წესრიგით, საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების არჩევა გათვალისწინებული არ იყო. აღნიშნულის გამო ოპოზიციის წარმომადგენლები სხდომის შეჩერებას და დღის წესრიგში საკითხის დამატებას ითხოვდნენ.

პროტესტი „ლეიბორისტული პარტიის“ და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა გამოთქვეს. ოპოზიციის შეფასებით, სხდომა კანონის დარღვევით მიმდინარეობდა. კოლეგების პოზიციას არ იზიარებდნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები. მათი თქმით, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის არჩევის საკითხი, მომავალი სხდომისთვის უნდა გადადებულიყო.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, რამდენიმე დეპუტატი შეუძლოდაც კი გახდა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარების მობლიზება გახდა საჭირო. ასევე, სხდომა რამდენჯერმე დატოვეს უმრავლესობის წევრებმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, რამაც დეპუტათა ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია.

მოგვიანებით ბორჯომის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ოთარ არბოლიშვილმა „ლეიბორისტული პარტიის“ დეპუტატს, გიორგი გიუაშვილს წყლით სავსე ბოთლი ესროლა. აღნიშნულის გამო ისინი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მათი გამოკითხვა მოხდა.
0

ავტორი: