სამთავრობო ცვლილებების შინაარსი ამ დრომდე უცნობი რჩება სამთავრობო ცვლილებების შინაარსი ამ დრომდე უცნობი რჩება />


  14:26:18     20-11-2017

სამთავრობო ცვლილებების შინაარსი ამ დრომდე უცნობი რჩება

a73545.jpg

სამთავრობო ცვლილებების შესახებ კანონპროექტს საქართველოს პარლამენტი დღეს ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირებს.

ამ დრომდე უცნობი რჩება ცვლილებების შინაარსი. არ არსებობს ოფიციალური ახსნა - განმარტება, თუ როგორ მოხდება ხარჯების ოპტიმიზაცია და რა თანხები დაიზოგება სამინისტროების გაერთიანების შემდეგ.

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, რომ სტრუქტურული ცვლილებები მექანიკური გაუქმებებია.

„როგორც ჩანს, ეს სამინისტროები უბრალოდ, დეპარტამენტის სახით შეუერთდება სხვა სამინისტროებს და არანაირი გააზრებული გეგმა შესაბამისი, ხელისუფლებას დღეს არ აქვს,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

​მისივე აზრით, ამ ცვლილებების მიმართ სხვა მოტივაცია დგას და საკადრო გადაადგილებები ივანიშვილის ინტერესებში შედიოდა.
საპარლამენტო უმცირესობის მდივნის, ფრაქცია ”ევროპული საქართველოს“ წევრის, ირაკლი აბესაძისთვის საინტერესოა, როგორ მოახერხებს ხელისუფლება საკადრო ცვლილებებით ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას.

"ამ შეკითხვებზე, ჯერჯერობით, პასუხი არ არის, არც საკადრო მიმართულებით არ შეიძლება ცვლილებების მხარდაჭერა, მითუმეტეს, ასეთ ბუნდოვან ვითარებაში, შეუძლებელია ნდობა გამოუცხადო „ქართული ოცნების“ სამთავრობო გუნდს," - განაცხადა ირაკლი აბესაძემ. 0

ავტორი: