10:23:17     20-11-2017
სერიული მკვლელი ჩარლზ მენსონი 83 წლკის ასაკში გარდაიცვალა
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიში და ცნობილი სერიული მკვლელი – ჩარლზ მენსონი გარდაიცვალა.
ის რამდენიმე დღის წინ კალიფორნიის ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. მენსონის პალატას 5 პოლიციელი იცავდა.
ჩარლზ მენსონი 1969 წელს, მის მიერ დაარსებულ ორგანიზაციასთან "ოჯახი" ერთად ლოს-ანჯელესში, რეჟისორ რომან პოლანსკის სახლში შეიჭრა და მისი მეუღლე, მსახიობი შერონ ტეიტი და ოჯახის 4 მეგობარი დახოცა. გარდა ამისა, მენსონს კიდევ ორი ადამიანის მკვლელობა ედება ბრალად.
0