ზუგდიდში 2 წლის ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო ზუგდიდში 2 წლის ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო />


  17:04:47     18-11-2017

ზუგდიდში 2 წლის ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

a73520.jpg

2 წლის და 9 თვის ბავშვის შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლით დაიწყო, რაც ოჯახური ძალადობას გულისხმობს.

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ექიმის, მზია გერგედავას განცხადებით, ბავშვს სახეზე ესკორიაციები, შეშუპება, სილურჯე და სხვა სახის რბილი ქსოვილის დაზიანებები აღენიშნებოდა.

მისივე თქმით, დაზიანებები ასაკთან შეუსაბამო იყო. ადგილზე მოვიდა სოციალური მუშაკი,რომელმაც გაარკვია საქმის ვითარება. პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება და გაწერილ იქნა საავადმყოფოდან.

სოციალური დაცვის სააგენტოს იურისტ უტა მიქაძის განცხადებით, ბავშვი, მინდობით აღზრდის ფარგლებში ერთ-ერთ ოჯახში ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.


0

ავტორი: