11:16:10     20-05-2011
ლიბიაში ომი გრძელდება
ნატო ლიბიაში ძველ სტრატეგიას აგრძელებს და სახმელეთო ოპერაციის დაწყებას არ გეგმავს. ამის შესახებ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა.
მანვე დაამატა, რომ ჯერჯერობით დაზუსტებული ინფორმაცია კადაფის და მისი ოჯახის ტრიპოლიდან გაქცევის შესახებ არ აქვს.
სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ნატოს მოიერიშეებმა ლიბიის სამხედრო-საზღვაო ძალების რვა ხომალდი გაანადგურეს. როგორც ალიანსის სამეთაურო შტაბი იუწყება, ლიბიურ ხომალდებზე იერიში ტრიპოლის, ელ-ჰუმსის და სირტას პორტებში მიიტანეს.
ოპერაცია მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის ფარგლებში წარიმართა. თუმცა, კადაფის არმია ამბოხებულების პოზიციებზე იერიშს აგრძელებს. ოპოზიციის თქმით, მსხვერპლი საკმაოდ დიდია.
0