16:46:50     16-11-2017
მსოფლიოში ყველაზე დიდი ვარდისფერი ბრილიანტი ჟენევის აუქციონზე არ გაიყიდა

ჟენევის სოთბის აუქციონზე მსოფლიოში ყველაზე დიდ ვარდისფერ ბრილიანტს მყიდველი არ გამოუჩნდა.
37კარატიანი ძვირფასი ქვის ბეჭედი აუქციონის ერთ-ერთი მთავარი ლოტი იყო, თუმცა ვაჭრობის დროს ის, ბევრ სხვა სამკაულთანერთად, ვერ გაიყიდა.
ბრილიანტის საწყისი ფასი 10 მილიონი დოლარი იყო, მაქსიმალურმა შეთავაზებულმა თანხამ კი მას მხოლოდ 4 მილიონი დოლარით გადააჭარბა. ვაჭრობის დაწყებამდე ორგანიზატორები ვარაუდობდნენ, რომ ბეჭედი 20-დან 30-თი მილიონი დოლარის ფარგლებში გაიყიდებოდა.
0