თეა წულუკიანი უჩა ნანუაშვილზე: ის არის პირველი უსამართლო ომბუდსმენი საქართველოსი თეა წულუკიანი უჩა ნანუაშვილზე: ის არის პირველი უსამართლო ომბუდსმენი საქართველოსი />


  14:23:01     16-11-2017

თეა წულუკიანი უჩა ნანუაშვილზე: ის არის პირველი უსამართლო ომბუდსმენი საქართველოსი

a73466.jpg

"ვიტყვი, რომ ის არის პირველი უსამართლო ომბუდსმენი საქართველოსი".

​ამის შესახებ  იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რითაც იგი სახალხო დამცველის მიერ ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოქვეყნებულ ანგარიშს და შენიშვნებს გამოეხმაურა.

მინისტრის თქმით, ის არ აპირებს უჩა ნანუაშვილის განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას და ნანუაშვილის ომბუდსმენობის ბოლო დღეებში მხოლოდ მოკლე შეფასებით შემოიფარგლება.

„მართალი გითხრათ ძალიან გამიჭირდება ამაზე კომენტარის გაკეთება იმიტომ, რომ რაკი უკვე ბოლო დღეებია ბატონი უჩას ჩვენთან ერთად საქმიანობის, ვიტყვი, რომ ის არის პირველი უსამართლო ომბუდსმენი საქართველოსი, ამიტომაც მის განცხადებებზე კომენტარს არ ვაპირებ,“-განაცხადა თეა წულუკიანმა.

0

ავტორი: