ადვოკატი მუსტაფა ჩაბუქზე: "ფსიქოლოგიურად და მორალურად ცუდად არის" ადვოკატი მუსტაფა ჩაბუქზე: "ფსიქოლოგიურად და მორალურად ცუდად არის" /> "/> " />


  14:18:33     16-11-2017

ადვოკატი მუსტაფა ჩაბუქზე: "ფსიქოლოგიურად და მორალურად ცუდად არის"

a73465.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 16:00 საათზე მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმის არსებითი განხილვა დაიწყება.

ადვოკატი ვახო კვიჟინაძე აცხადებს, რომ ჩაბუქისათვის და მისი ოჯახისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხს სასამართლო დღეს განიხილავს.  

„დღეს საქმის არსებითი განხილვა იწყება. ჩვენი მოთხოვნაა, დევნილთა სამინისტროს ახალი აქტის გამოცემა დაევალოს და ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსი მიენიჭოს. ამ დოკუმენტაციის განხილვა იქნება დღეს“, - აცხადებს კვიჟინაძე.

როგორც ადვოკატი აცხადებს, ჩაბუქი თავს კარგად გრძნობს და იმედოვნებს, რომ მისი უდანაშაულობის დამტკიცებას შეძლებს.  

„ფიზიკურად კარგად არის, მასზე ზეწოლას ადგილი არ აქვს. თუმცა, მორალურად და ფსიქოლოგიურად ცუდად არის. აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი, სკოლის მასწავლებელი 6 თვეა ციხეშია და პატიმრობას იხდის. ჩაბუქს იმედი აქვს, რომ სიმართლე მალე გაირკვევა, ლტოლვილის სტატუსი მიენიჭება და ის ჩვენს ქვეყანაში თავის ოჯახთან ერთად ისევ განაგრძობს ცხოვრებას და საქმიანობას“, - აცხადებს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ  დემირელის სკოლის მენეჯერი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს, საქართველოში დააკავეეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ჩაბუქს შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება ბრალად.

7 ივლისს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი განუცხადა. სამინისტროს მიერ გამოცემული აქტი ადვოკატებმა გაასაჩივრეს.  საჩივრით ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მიმართეს. 0

ავტორი: