პარლამენტის მიერ ახალმიღებულ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა იწყება პარლამენტის მიერ ახალმიღებულ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა იწყება />


  14:14:53     16-11-2017

პარლამენტის მიერ ახალმიღებულ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა იწყება

a73464.jpg

პარლამენტის მიერ ახალმიღებულ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა იწყება.

საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია ხვალ, პირველ შეხვედრას ქუთაისში, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გამართავს.

შემდგომი განხილვა მომავალი კვირის ბოლოს, დაგეგმილია თბილისში, სადაც წინასწარი ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქებიდან მოწევეული პირების მონაწილეობით გაიმართება.


საორგანიზაციო კომისიის მუშაობას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.
კონსტიტუციური კანონის პროექტი შემდეგ ძირითად ცვლილებებს ითვალისწინებს: კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან ე.წ. ბონუსის სისტემის ამოღება ხდება. ახალი ვერსიის თანახმად, გაუნაწილებელ საპარლამენტო მანდატებს თანმიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები მიიღებენ.
მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, პოლიტიკური პარტიების გარდა, საარჩევნო ბლოკებსაც ექნება.
იცვლება რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებასთან დაკავშირებული მე- 16 მუხლი, საიდანაც სიტყვების: ”სახელმწიფო უსაფრთხოება“, ”დანაშაულის თავიდან აცილება“ და ”მართლმსაჯულების განხორციელება“ ამოღება ხდება.

საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტს უმრავლესობის 116 დეპუტატის ხელმოწერით წარედგინა. 0

ავტორი: