11:04:30     20-05-2011
ლარს ფონ ტრიერი ნაცისტობაში გამოტყდა
კანის კინოფესტივალის ორგანიზატორებმა დანიელი რეჟისორი ლარს ფონ ტრიერი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს. ამის შესახებ “ასოშეითედ პრესი“ იუწყება. ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი კი რეჟისორის რეპლიკა გახდა, რომ ის ნაცისტია.
ეს აღიარება ორი დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე შედგა, რომელიც ფესტივალის ფარგლებში რეჟისორის ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა. რეჟისორმა განაცხადა, რომ არაფერი საწინააღმდეგო ებრაელების მიმართ არ აქვს, მაგრამ ჰიტლერის მიმართ სიმპათიითაა განწყობილი.
კანის კინოფესტივალის ორგანიზატორები ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ დარჩება თუ არა ტრიერის წარდგენილი ფილმი „მელანქოლია“ საკონკურსო პროგრამაში. თეორიულად, თუ ტრიერის ფილმმა „ოქროს პალმის რტო“ მიიღო, ჯილდოს პირადად აღებას რეჟისორი ვერ შეძლებს. კანის კინოფესტივალის ჯილდო რეჟისორს 2000 წელს უკვე აქვს მიღებული. 0