17:01:18     15-11-2017
ინდონეზიაში სანაპიროზე კაშალოტები გამოირიყა
BBC-ის ინფორმაციით, ინდონეზიაში, აჩეხის პროვინციის სანაპიროზე 10 კაშალოტი გამოირიყა.
გავრცელებული ინფორმაციით, 4 მათგანი დაიხოცა, ხოლო დანარჩენების გადარჩენა მოხერხდა, რის შემდეგაც ისინი უკან, ოკეანეში დააბრუნეს.
ბუნებისდამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, კაშალოტების წონის გამო მათი გადარჩენა რთული გახდა.
0