11:03:55     20-05-2011
„ტერმინატორმა“ დაბრუნება გადაიფიქრა
არნოლდ შვარცნეგერმა ყველა კინოპროექტზე მუშაობა შეაჩერა, სადაც ის ბოლო ხანებში მონაწილეობას აპირებდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილი გუბერნატორის პრეს-სამსახურმა აცნობა. მიზეზად კი დასახელდა ის, რომ შვარცნეგერს თავისი პირადი ცხოვრებით დაკავება სურს და არ უნდა ამაში ხელი გადაღებებმა შეუშალოს.
მსახიობი, ბოლო დროს, რამდენიმე ფილმში აპირებდა მონაწილეობის მიღებას. მაისის დასაწყისში კი არნოლდმა და მისმა მეუღლემ მარია შრაივერმა განქორწინების შესახებ განცხადება გააკეთეს. კონკრეტული მიზეზი ყოფილ მეუღლეებს ფართო საზოგადოებისათვის არ განუმარტიათ, თუმცა აღნიშნეს, რომ მეგობრულ ურთიერთობას შეინარჩუნებენ და თავიანთ ოთხ შვილსაც ერთად გაზრდიან.
თუმცა, ამის შემდეგ, შვარცნეგერი ერთ-ერთ ამერიკულ გაზეთთან ინტერვიუში გამოტყდა, რომ მას ქორწინების გარეშე შვილი შინამოსამსახურესთან ჰყავს, რომელიც მსახიობის და პოლიტიკოსის ოჯახში ოცი წელია მუშაობს. ექს-გუბერნატორის თქმით, მისი ვაჟიშვილი უკვე ათი წლისაა. 0