სერგი კაპანაძე: ახალ უწყებას რატომ უქმნით მღებრიშვილს? სერგი კაპანაძე: ახალ უწყებას რატომ უქმნით მღებრიშვილს? />


  14:55:45     15-11-2017

სერგი კაპანაძე: ახალ უწყებას რატომ უქმნით მღებრიშვილს?

a73447.jpg

"თუ ასეთი მნიშვნელოვანია ხარჯების შემცირება, ახალ უწყებას რატომ უქმნით მღებრიშვილს? ხომ შეიძლებოდა ის უბრალოდ სახლში გაგეშვათ?".

ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სერგი კაპანაძემ პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის მისამართით განაცხადა და მთავრობის მიერ დაანონსებული სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები გააკრიტიკა. 

”როგორც პრინციპი, მთავრობის ხარჯების შემცირება კარგია, თუმცა ბევრი კითხვის ნიშანი დარჩა. მაგალითად, ჩვენ არ მოგვისმენია თუ რა ოდენობის ხარჯის შემცირებას აპირებს ხელისუფლება და ეს დანაზოგი რაზე უნდა დაიხარჯოს" -განაცხადა სერგი კაპანაძემ.

როგორც მან აღნიშნა, არსებობს კითხვები სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რის შედეგედაც რეალურად სუს-ის გაძლიერება მოხდა. 

"თქვენ შარშან ბიუჯეტი გაუზარდეთ, ახლა კიდევ უფრო მეტ ფუნქციას სძენთ. ეს არის საბოლოო ჯამში ქვეყნის დემოკრატიისთვის ცუდი და უკან გადადგმული ნაბიჯი. თუ ასეთი მნიშვნელოვანია ხარჯების შემცირება, ახალ უწყებას რატომ უქმნით მღებრიშვილს? ხომ შეიძლებოდა ის უბრალოდ სახლში გაგეშვათ?? 

გარდა ამისა, ამ ცვლილებების შედეგად გააერთიანეთ სახელმწიფო აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. ამ სამინისტროს რეალური მისია იყო რეფორმების კოორდინირება, თუმცა როგორ წარმოგიდგენიათ კოორდინირება რეფორმების? სადმე გინახავთ რომ შიდა პოლიტიკური რეფორმების კოორდინირებას ახორციელებდეს საგარეო საქმეთა სამინისტრო?”-განაცხადა სერგი კაპანაძემ. 0

ავტორი: