"იმედს გამოვთქვამ, რომ  ოკუპაცია, რომელიც ჩვენს ქვეყანას აწუხებს, ეუთო-ს დღის წესრიგში კიდევ უფრო აქტიურად დადგება" "იმედს გამოვთქვამ, რომ ოკუპაცია, რომელიც ჩვენს ქვეყანას აწუხებს, ეუთო-ს დღის წესრიგში კიდევ უფრო აქტიურად დადგება" /> "/> " />


  14:01:50     15-11-2017

"იმედს გამოვთქვამ, რომ ოკუპაცია, რომელიც ჩვენს ქვეყანას აწუხებს, ეუთო-ს დღის წესრიგში კიდევ უფრო აქტიურად დადგება"

a73444.jpg

"მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ის მნიშვნელოვანი თემები - მათ შორის ოკუპაცია, რომელიც ჩვენს ქვეყანას აწუხებს, ეუთო-ს დღის წესრიგში კიდევ უფრო აქტიურად დადგება."

​ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სერგი კაპანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად გიგი წერეთლის დანიშვნას გამოეხმაურა.

სერგი კაპანაძის თქმით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ყველაზე დიდი საპარლამენტო გაერთიანებაა მსოფლიოში და ის, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან ინსტიტუტს საქართველოს პარლამენტის წევრი უდგას სათავეში, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. 

"მინდა წარმატებები ვუსურვო გიგი წერეთელს ამ ძალიან საპასუხისმგებლო პოსტზე და იმედი გამოვთქვა, რომ მისი საქმიანობა მნიშვნელოვანი იქნება მთლიანად ეუთო-ს საზოგადოებისთვის, საპარლამენტო თანამშრომლობისათვის და ის თემები, რომელიც ჩვენს ქვეყანას აწუხებს - მათ შორის ოკუპაცია და სხვა მნიშვნელოვანი თემები, ეუთო-ს დღის წესრიგში კიდევ უფრო აქტიურად დადგება", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

0

ავტორი: