10:48:37     15-11-2017
დებატები თანასწორობის შესახებ- ავსტრალიია ერთსქესიანთა ქორწილების მოლოდინში
BBC: ავსტრალიამ დიდი ხმაურის ფონზე, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ისტორიული გამოკითხვის მიხედვით მხარი დაუჭირა.
არასავალდებულო საფოსტო კენჭისყრით გამოკითხულთა 61,6% მხარს უჭერს ერთსქესიან წყვილებთა ქორწინებას, მხარდამჭერები უკვე ზეიმობენ ამ ფაქტს.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა ახლა მიზნად ისახავს პარლამენტში საშობაოდ შეიტანოს ეს კანონმდებლობა.თვითონ მხარდამჭერებმა კენჭისყრას პროტესიც კი გამოუცხადეს, მათი თქმით, ეს არ იყო საჭირო, რადგან პარლამენტმა საკითხის განხილვა შეძლო.
ავსტრალიია ერთსქესიანთა ქორწილების მოლოდინში.
ორთვიანი დებატები გაცხელდა. "არა ერთსქესიანთა ქორწინებას", ეს რეკლამა კრიტიკას იწვევს საზოგადოებაში.კვლევა ნებაყოფლობითი იყო, ავსტრალიის სავალდებულო არჩევნებისგან განსხვავებით. რვა კვირიან გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 12.7 მილიონზე მეტმა ადამიანმა.
კამპანია ამტკიცებდა, რომ ეს იყო დებატები თანასწორობის შესახებ. კამპანიაში ყურადღება გამახვილდა ოჯახის დეფინიციაზე.ავსტრალიელები ამბობენ, რომამ გამოკითხვამ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი ბევრი ავსტრალიელისთვის.
0