09:50:29     15-11-2017
თბილისში მამაკაცმა ყოფილი ცოლი და მისი მშობლები დაჭრა
თბილისში მამაკაცი ყოფილ ცოლს და მის მშობლებს თავს დაესხა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი სავარაუდოდ ნასვამი იყო. სამივე დაშავებული დანითაა დაჭრილი, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა და 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახური დანაშაულის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
0