დავით ჭიჭინაძე: აქ ის კი არ არის, ვისაც რა მოადგება პირზე, ის ილაპარაკოს დავით ჭიჭინაძე: აქ ის კი არ არის, ვისაც რა მოადგება პირზე, ის ილაპარაკოს />


  17:38:46     14-11-2017

დავით ჭიჭინაძე: აქ ის კი არ არის, ვისაც რა მოადგება პირზე, ის ილაპარაკოს

a73419.jpg

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ  პარლამენტის დარგობრივ ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მოითხოვა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორ გიორგი გვიმრაძისთვის მიკროფონი გამოერთოთ და მისთვის საუბრის დასრულების საშუალება არ მიეცათ.

კომიტეტის სხდომაზე მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს განხილვისას გიორგი გვიმრაძე მაუწყებლის ფუნქციასა და მნიშვნელობაზე საუბრობდა.

დავით ჭიჭინაძემ მიკროფონის გამორთვა მას შემდეგ მოითხოვა, რაც გიორგი გვიმრაძემ განაცხადა: „თუ თქვენ არ მოგწონთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გაშუქებული ინფორმაცია, მე გარკვეული თვალსაზრისით ჩავთვლი, რომ ჩვენ წინ ნაბიჯი გადაგვიდგამს, რადგან იყო დრო, როდესაც უმრავლესობა თვითონ უკვეთავდა, რა უნდა გაეშუქებინა საზოგადოებრივ მაუწყებელს. შესაბამისად, დღეს თუ ჩვენ მივიღეთ, რომ უმრავლესობას არ მოსწონს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გაშუქებული ახალი ამბავი… თუ შეიძლება, დამასრულებინეთ…”

“ეს ახლა სხვა რაღაცას ემსგავსება, მორალის კითხვას ემსგავსება, რა დავასრულებინოთ, აქ ის კი არ არის, ვისაც რა მოადგება პირზე, ის ილაპარაკოს. თურმე მე მდებენ ბრალს რომ არ ვლაპარაკობ და მაშინ შევასრულოთ და აღარ ვალაპარაკოთ “, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი განიხილება. 0

ავტორი: