ვინ, როგორ და რა ფასად გადაიფორმა ენმ-ის ბათუმის ძვირადღირებული ოფისი? ვინ, როგორ და რა ფასად გადაიფორმა ენმ-ის ბათუმის ძვირადღირებული ოფისი? />


  15:35:30     14-11-2017

ვინ, როგორ და რა ფასად გადაიფორმა ენმ-ის ბათუმის ძვირადღირებული ოფისი?

a73409.jpg

ბათუმის ცენტრში, მემედ აბაშიძის ქუჩაძე, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ისტორიულ შენობაში განთავსებული პარტიული ოფისი საკმაოდ დაბალ ფასად - სულ რაღაც 260 ათასი დოლარის ექვივალენტად გაყიდა. მყიდველი, აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის, ლევან ვარშალომიძის პირადი მეგობარი, გელა დევაძეა.

ბათუმის გულში მდებარე 459 კვ. მეტრი ფართობის მქონე შენობა, 184 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზეა აშენებული და ის, ნებისმიერი ინვესტორისათვის სასურველ ქონებად ჩაითვლებოდა. თუმცა, რატომღაც ისე მოხდა რომ ვარშალომიძემ შენობა თავის მეგობარს, გელა დევაძეს აყიდინა, თანაც გამყიდველისათვის საკმაოდ კაბალური პირობებით. 

[I=3]მაგალითად: ხელშეკრულებაში, რომელსაც ხელს ნიკა მელია აწერს (2017 წლის 7 ივნისი), წერია რომ მყიდველმა, გამყიდველს ყიდვიდან ხუთ დღეში 200 ათასი დოლარის ექვივალენტი (ლარში) უნდა გადაუხადოს, დანარჩენი 60 ათასი დოლარი კი, ერთი წლის განმავლობაში დაუფაროს. 

რა მოხდა სინამდვილეში? ვარშალომიძის მეგობარმა, გელა დევაძემ, ნაყიდი ოფისი, თავისი შენობა-ნაგებობით ბანკში ჩადო, აიღო სესხი და გამყიდველს სწორედ ამ გზით გადაურიცხა 479 ათას 308 ლარი, საიდანაც ენმ-მ 200 ათასი ლარი პირდაპირ პრემიებისა და ხელფასების სახით გასცა... 

კერძოდ: ენმ-მ პარტიის იურისტს, ივანე პეტრიაშვილს 14 ათასი ლარი მისცა, კანცელარიის უფროსს, მანონი ურუშაძეს 8600, კარლო კვიტაიშვილს 5500, ვაჟა წოწკოლაურს 7000, ანა უტიაშვილს 8000, გიორგი პატარაიას 6500, ნატალია მჭედლიშვილს 4000, ნუგზარ წიკლაურს 7375, ზურაბ მელიქიშვილს 9337 და ა.შ...

[I=2] ენმ-ში, ბათუმის ოფისის გაყიდვას ფინანსური პრობლემებით ხსნიან და აცხადებენ რომ იძულებულნი გახდნენ შენობა გაესხვისებინათ. 

თუმცა, საკითხავია, რატომ მაინც და მაინც ვარშალომიძის მეგობარზე გადაფორმდა ბათუმის ცენტრალურ და ისტორიულ ნაწილში მდებარე ოფისი, რომელიც ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ თანხაზე გაცილებით ძვირი ღირდა?

ერთერთი ვერსიით, შენობა, სადაც ენმ-ის ბათუმის ოფისი იყო განთავსებული, რეალურად არა დევაძემ, არამედ ვარშალომიძემ იყიდა, რასაც თავის მხრივ, კატეგორიულად უარყოფს აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი, თუმცა, ფასი იმდენად დაბალია რომ ამის შესახებ პარტიის წევრებიც კი საუბრობენ... 

„თუ ამხელა ოფისს ასე დაბალ ფასად ყიდდნენ, შეეძლოთ ბანკში ჩაედოთ შენობა და თანხა ისე აეღოთ. ბანკს, შესაძლოა, იმაზე მეტიც კი მიეცა პარტიისათვის, ვიდრე დევაძემ გადაუხადა“, - ამბობს ენმ-ის ბათუმის ორგანიზაციის წევრი, რომელიც ვარშალომიძის ინტერესებზე მიანიშნებს.

„პრესა.ჯი“ დაუკავშირდა ენმ-ის პრესსამსახურის უფროსს, გიორგი პატარაიას, რომელმაც გვითხრა რომ მას ბათუმის ოფისის გაყიდვის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ აქვს და არ იცის „ზუსტად რა მოხდა“. 

პატარაიამ  ენმ-ის აჭარის რეგიონის წარმომადგენელთან, მირდატ ქამადაძესთან გადაგვამისამართა, რომელმაც თავის მხრივ, ბათუმის ცენტრში, ისტორიულ შენობის გაყიდვა იმით ახსნა რომ პარტია „სხვა კონსტრუქციის ოფისის“ ყიდვას გეგმავს.

„პრესა.ჯი“: რატომ გაყიდეთ ბათუმის ძვირადღირებული ოფისი?

მირდატ ქამადაძე: უკეთეს ადგილზე გვინდა ვიყიდოთ, რადგან ჩვენ სხვა კონსტრუქციის ოფისი გვჭირდება. 

- ბატონო მირდატ, ამიტომ გაყიდეთ ისტორიულ უბანში, ისტორიული შენობა საბაზრო ღირებულებაზე ბევრად ნაკლებ ფასად?

- დაახლოებით 630 000 ლარად გავყიდეთ ოფისი. ჩვენ არ ვთვლით რომ ეს პატარა თანხაა. ამიტომ, იმას ვერ ვიტყვით რომ შენობა იაფად გაიყიდა. ეს ნორმალური ფასია. 

- და მყიდველი რომ ლევან ვარშალომიძის პირადი მეგობარია,  დამთხვევაა?

- არ ვიცი, ვინც ოფისი იყიდა, არის თუ არა, ვაშალომიძის მეგობარი. ის კი ვიცი რომ მყიდველი ბიზნესმენი ადამიანია. თუმცა, ვაშალომიძის მეგობარსაც რომ ეყიდა ჩვენი ოფისი, ამაშიც  ვერ დავინახავდი პრობლემას.

0

ავტორი: