"არ შეიძლება გარემოს დაცვის სამინისტრო რომელიმე სხვა მიმართულებას ექვემდებარებოდეს" "არ შეიძლება გარემოს დაცვის სამინისტრო რომელიმე სხვა მიმართულებას ექვემდებარებოდეს" /> "/> " />


  13:04:09     14-11-2017

"არ შეიძლება გარემოს დაცვის სამინისტრო რომელიმე სხვა მიმართულებას ექვემდებარებოდეს"

a73398.jpg

"არ შეიძლება გარემოს დაცვის სამინისტრო რომელიმე სხვა მიმართულებას ექვემდებარებოდეს - ის უნდა იდგეს ცალკე, ძლიერად, ჩვენ ამის ვალდებულება ასოცირების ხელშეკრულებით გვაქვს აღებული".

ამის შესახებ  პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისთვის ამ ეტაპზე უცნობია, რა ტიპის ოპტიმიზაცია განხორციელდება უწყებაში, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით ორ ნაწილად იყოფა. 

„ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაგვაჩნია. ჩვენ მთავრობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს ველოდებით. ამის შემდეგ განვიხილავთ, რა მასშტაბის სტრუქტურული ცვლილებები იქნება გარემოს მიმართულებით. ზოგადად, ოპტიმიზაციას მივესალმებით. კითხვა გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართულებით რჩება. გარემოს დაცვის სამინისტრო, პირიქით, უნდა გაძლიერდეს“, - განაცხადა კახა კუჭავამ. 

მთავრობაში დაგეგმილი რეორგანიზაციის საფუძველზე ცვლილებები გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსაც ეხება. 

გარემოს დაცვა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთიანდება, ხოლო ბუნებრივი რესურსების ნაწილი ეკონომიკის სამინისტროში გადადის. 0

ავტორი: