გია გაჩეჩილაძე: ჩვენ თანხმობაც გვქონდა, რომ შტატები დამატებოდა გარემოს დაცვის სამინისტროს გია გაჩეჩილაძე: ჩვენ თანხმობაც გვქონდა, რომ შტატები დამატებოდა გარემოს დაცვის სამინისტროს />


  16:48:13     13-11-2017

გია გაჩეჩილაძე: ჩვენ თანხმობაც გვქონდა, რომ შტატები დამატებოდა გარემოს დაცვის სამინისტროს

a73380.jpg

სამთავრობო ცვლილებების შედეგად, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეუერთდა, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი, უმრავლესობის წარმომადგენელი გია გაჩეჩილაძე. გუშინ გვიან ღამით, სამთავრობო ცვლილებების შესახებ გამართული კონსულტაციებისას, მან განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების შემთხვევაში, ის მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებას მხარს არ დაუჭერდა.

 "პრესა. ჯი" საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გია გაჩეჩილაძე ესაუბრა:

-თქვენ იმედი გქონდათ, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს  სტრუქტურული ცვლილება არ მოხდებოდა, დღეს კი, პრემიერმა განაცხადა, რომ აღნიშნული სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გაერთიანდება არ გაუქმდეს. როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტილებას?

-სამინისტრო შევინარჩუნეთ, თუმცა ვფიქრობ, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო დამოუკიდებელი სტრუქტურა უნდა იყოს, რაც პირდაპირი მინიშნება იქნება საქართვლოს სახელმწიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით. ასევე იქნება მინიშნება ევროპულ მიმართულებაზე, სადაც სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანია გარემოს დაცვა.

-ამ ცვლილების მიხედვით რამდენად შენარჩუნდება სტრატეგია, რაზეც თქვენ საუბრობთ?

-რაც ეხება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერთებას გარემოს დაცვასთან, არც ეს არის პრობლემატური საკითხი. ასეთი სტრუქტურები არსებობს ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში და შეიძლება, ამან კარგი შედეგიც გამოიღოს იმ თვალსაზრისით, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო განვითარდეს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის ბიომეურნეობების წარმოების თვალსაზრისით. ასეთი დადგენილება რამდენიმე წლის წინათ მთავრობას მიღებული აქვს და მისი დამუშავება ვერ ხერხდება. ამ ცვლილების შემდეგ, იქნებ ამუშავდეს კიდეც ეს მიმართულება. თუმცა, ჩვენ მაინც მოვითხოვთ, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო იყოს ცალკე. ასევე მიმაჩნია, რომ ბუნებრივი რესურსებიც უნდა დარჩეს გარემოს დაცვის სამინისტროში.

- როდის აპირებთ თქვენი მოთხოვნების დაყენებას?

-როდესაც შემოვა სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონპროექტი, განხილვის ფარგლებში დავაყენებთ ამ საკითხს. ეს არ იქნება იოლი საკითხი, რადგან უამრავ კანონში იქნება ცვლილება შესატანი. გარემოს დაცვის სფერო ძალიან დიდი და ბევრი კანონი არეგულირებს და ცვლილებებიც შესაბამისად იქნება საჭირო.

-იქნებ კონკრეტულად გვითხრათ, რა არგუმენტის გამოა თქვენთვის მნიშვნელოვანი, რომ ბუნებრივი რესურსების დარგი დარჩეს გარემოს დაცვის ქვეშ?

-ბუნებრივი რესურსები პირველ რიგში, მოიცავს ტყეს, რომელსაც ძირითადად ეკოლოგიური ფუნქცია გააჩნია. ტყე საქართველოს ტერიტორიის  40%-ს მოიცავს, რომელიც ქვეყანას ეკოლოგიური კატასტროფისგან იცავს. იგივე ეხება წყალსაც. რაც ეხება წიაღისეულის ამბავს, აქ შეიძლება ვილაპარაკოთ ეკონომიკურ პრიორიტეტებზე, მაგრამ ეკოლოგიური  თვალსაზრისით მაინც მნიშვნელოვანია.

-როგორც ამბობთ, სტრუქტურული რეორგანიზაციის პროცესი უამრავ საკანონმდებლო ცვლილებას გამოიწვევს. თქვენი აზრით, მთავრობას აქვს თუ არა გააზრებული  წინასწარ, რა მოჰყვება ამ სახის რეორგანიზაცია?

-გარემოს დაცვის თვალსაზრისით დიდი ცვლილება არ იქნება. მე ცვლილებას უფრო დადებითი მიმართულებით ველოდები, რადგან ჩვენ ბიუჯეტის განხილვისას ვითხოვდით და თანხმობაც გვქონდა, რომ შტატები დამატებოდა გარემოს დაცვის სამინისტროს. ეს ეხება ზედამხედველობის და კონტროლის ფუნქციას. უნდა გაიზარდოს სატყეო რეინჯერების რაოდენობაც, რომლითაც გაიზრდება ტყის დაცულობა როგორც ბრაკონიერების, ასევე ხანძრებისგან. მოკლედ, ჩვენ გარემოს დაცვის სამინისტროს გაძლიერებას ვითხოვთ. 0

ავტორი: