"პრესა.ჯის" ინფორმაცია დადასტურდა: გიორგი მღებრიშვილმა შს მინისტრის თანამდებობა დატოვა "პრესა.ჯის" ინფორმაცია დადასტურდა: გიორგი მღებრიშვილმა შს მინისტრის თანამდებობა დატოვა /> "/> " />


  12:13:10     13-11-2017

"პრესა.ჯის" ინფორმაცია დადასტურდა: გიორგი მღებრიშვილმა შს მინისტრის თანამდებობა დატოვა

a73357.jpg

პრემიერის დღევანდელ ბრიფინგზე საბოლოოდ ოფიციალურად დადასტურდა "პრესა.ჯის" კულუარული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც გიორგი მღებრიშვილს მალე თანამდებობის დატოვება მოუწევდა. ამის შესახებ "პრესა.ჯი" ჯერ კიდევ არჩევნებამდე იუწყებოდა.

გიორგი მღებრიშვილმა შს მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს საზოგადოებას მინისტრისათვის შეუფერებელი განცხადებებითა და ქმედებებით დაამახსოვრა თავი. მისი მთავარი შეცდომების შესახებ "პრესა.ჯი" ადრეც წერდა.

კერძოდ:
1. მღებრიშვილმა, პირველი დიდი შეცდომა შს მინისტრის პოსტზე დანიშვნიდამ მალევე დაუშვა.  ეს მაშინ მოხდა, როდესაც მინისტრმა, პოლიციელების საკმაოდ დიდ ნაწილს „ბალასტი“ უწოდა და ამით გაამართლა თავისი მავნებლური გადაწყვეტილება - შს სამინისტროში ჩატარებული საკადრო წმენდის შესახებ. 

2. მღებრიშვილის მეორე დიდი შეცდომა, რომელიც ვერაფრით გამართლდა, თბილისის ცენტრიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების გამოძიების საქმეზე ჩატარებულ პრესკონფერენციას უკავშირდება. მინისტრი იმდენსაც ვერ მიხვდა რომ მან, ამგვარი გაუაზრებელი „თავის მართლებით“, დარტყმის ქვეშ დააყენა როგორც ჩვენი ქვეყნის საზღვარი და ზოგადად, უსაფრთხოება, ისე საზოგადოებაც.

3. გიორგი მღებრიშვილის სერიოზული შეცდომა იყო ისიც, რო ის რუსი სატელეფონო ხულიგნების პროვოკაციას წამოეგო და შეუჩერებლად დაფქვა როგორც სახელმწიფო საიდუმლოება, ისე ხელისუფლების „შიდა სამზარეულოც“, რაც უკვე გახდა საერთაშორისო სკანდალის მიზეზი... საქართველოს შს მინისტრმა შეცდომაში შეიყვანა და სკანდალში გახვია საქართველოს პრემიერ მინისტრი. 

საქართველოს შს მინისტრმა გამოავლინა არაკომპეტენტურობა და არაფროფესიონალიზმი, რაც ექსპერტების თქმით, მისი თანამდებობიდან გაშვების მიზეზიც გახდა.... 0

ავტორი: